ჩინეთი თურქმენეთისთვის გაზის სამ ჭაბურღილს ააგებს

თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა სამი ახალი გაზის ჭაბურღილის მშენებლობის შესახებ განაცხადა. ხსენებული ჭაბურღილების აგება გალკინიშის ბუნებრივი აირის საბადოზე იგეგმება, იუწყება თურქმენული პრესა.

ჭაბურღილები აშენდება ჩინური კომპანია CNPC Chuanqing Drilling Engineering Company Limited-ის მიერ, მისი მომსახურების გადახდა განხორციელდება სამი წლის განმავლობაში ჩინეთისთვის 17 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ყოველწლიური მიწოდებით, იუწყება გაზეთი “ტრენდი”.

სამუშაოების დაწყების ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ თურქმენეთში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქიან ნაიჩენგი და ჩინეთის ნავთობისა და გაზის ნაციონალური კორპორაციის ეროვნული ფილიალის გენერალური დირექტორი ჩენ ჰუაილუ, ნათქვამია განცხადებაში.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title