ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიით რუსეთი მოამარაგებს

“გაზპრომი” აფხაზეთის გაზიფიცირებას იწყებს

რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Gazprom-ი აფხაზეთის გაზიფიცირებას იწყებს. პროექტი 1 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ინფორმაციას აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობა ავრცელებს.

ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები პეტერბურგში Gazprom-ისა და Gazprom Promgaz-ის მენეჯმენტს შეხვდნენ და გაზმომარაგებისა და გაზიფიცირების გენერალური სქემის შემუშავებაზე იმსჯელეს.

უახლოეს მომავალში აფხაზური მხარე მიიღებს ტექნიკური დავალების, შეთანხმებისა და გზის რუკის პროექტებს. ზოგადი სქემის შემუშავებისათვის თანხები ივლისში აფხაზეთის სოციალურ და ეკონომიკური განვითარების დახმარების საინვესტიციო პროგრამის კორექტირების ფარგლებში უკვე გამოიყო. მიმდინარე წელს გაფორმდება კონტრაქტი და გაიცემა ავანსები. პროექტის განხორციელების პერიოდი, წინასწარი მონაცემებით, 11-12 თვე იქნება.

სექტემბერში Gazprom-ის წარმომადგენლები აფხაზეთში ჩავლენ. მოლაპარაკებების მთავარი თემა კვლავ გაზის მიწოდებისა და გაზიფიკაციის პროექტის განხორციელება იქნება.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply

Menu Title