საფრანგეთში წყალბადზე მომუშავე მატარებელი გამოჩნდა

საფრანგეთში პირველად დაიძრა წყალბადზე მომუშავე სამგზავრო მატარებელი, – ამის შესახებ France 24 წერს.

ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის შეფასებით, ეს მწვანე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომავალია. მატარებელი ფრაგულმა Alstom-მა ააგო. ამ კომპანიის მიერ წარმოებული მატარებელი უკვე მოძრაობს გერმანიაში.

მისი აღჭურვილობა წყალბადისა და ჟანგბადის კომბინაციას ელექტროენერგიად გარდაქმნის. ამ პროცესის შედეგად მიღებული ერთადერთი გამონაბოლქვი წყლის ორთქლი და წყალია.

საფრანგეთს კომპანიისთვის კიდევ 14 ასეთი მატარებელი აქვს დაკვეთილი.

Leave a Reply