“ნაფტოგაზის” დირექტორი: აშშ-ს სანქციებმა შესაძლოა შეაჩეროს Nord Stream 2-ის ფუნქციონირება

აშშ-ს ახალმა სანქციებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს Nord Stream 2 გაზსადენის ფუნქციონირებას, მიიჩნევს “ნაფტოგაზის” ხელმძღვანელი იური ვიტრენკო.

“თუ აშშ-ს მთავრობა სანქციებს დააწესებს, ჩვენ გვჯერა, რომ ევროპული კომპანიები არ შეიძენენ ბუნებრივ აირს აღნიშნული მილსადენით და შესაბამისად, Nord Stream 2-ც არ იმუშავებს” – განაცხადა ვიტრენკომ YES Brainstorming ფორუმზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ს სანქციებმა შეძლო ხსენებული მილსადენის მშენებლობის შეფერხება.

შეგახსენებთ, რომ “გაზპრომმა” Nord Stream 2-ის მშენებლობის დასრულების შესახებ ორი დღის წინ განაცხადა. შედეგი ნაბიჯი მისი ექსპლუატაციაში შესვლა იქნება.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply