ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

ევროპასთან ერთად, ბუნებრივი აირის ფასი აშშ-შიც რეკორდულად იზრდება

ბუნებრივი აირის ოქტომბრის ფასმა  შეერთებულ შტატებში 1 მილიონ ბრიტანულ თერმულ ერთეულზე (mmBTU) $ 5-ს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბოლო 7 წლის განმავლობაში.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

Goldman Sachs–ის ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ბუნებრივი აირის ფასები ზამთარში კიდევ უფრო გაიზარდოს და 1 მილიონ ბრიტანულ თერმულ ერთეულზე $ 10-ს მიაღწიოს, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.

სუფთა ენერგიებზე გადასვლის ფონზე, მთელ მსოფლიოში გაზზე მოთხოვნის გაზრდის გამო, ბევრი კომპანია იძულებულია წინასწარ გაყიდოს ბუნებრივი აირი, რომელიც, საუკეთესო შემთხვევაში, 10-15 წელიწადში იწარმოება. მაგალითად, Cheniere Energy-მ აღნიშნა, რომ მან უკვე გაყიდა გათხევადებული გაზის (LNG) იმ მოცულობის 90%, რომლის წარმოებაც მომდევნო 20 წლის განმავლობაში იგეგმებოდა.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply