ევროპაში გაზის ფასი უკვე 730 დოლარს მიუახლოვდა

ევროპაში გაზის ფასი 13 სექტემბერს 1000 კუბურ მეტრზე 730 აშშ დოლარს მიუახლოვდა.

ამრიგად, სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 727 აშშ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ევროპულ მიწისქვეშა გაზსაცავებში (UGS) შენახულია 10-15 მილიარდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, იმაზე გაცილებით ნაკლები ვიდრე საჭიროა კომფორტული ზამთრის სეზონისთვის, განაცხადა Fitch-ის ბუნებრივი რესურსებისა და ნედლი პროდუქტების ჯგუფის დირექტორმა დიმიტრი მარინჩენკომ. მისივე სიტყვებით, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამოქმედებამდე “გაზპრომს” არ სურს ევროპული გაზსაცავების შევსება ან გაყიდვების გაზრდა.

Leave a Reply