ყაზახეთი “მწვანე” წყალბადის წარმოებას იწყებს

ყაზახეთის ლიდერის ყასიმ ჟომართ თოყაევის სიტყვებით, ქვეყანაში, კერძოდ კი, მანგისტაუს რეგიონში იგეგემება “მწვანე” წყალბადის წარმოების პროექტები, აღნიშნულის შესახებ ყაზახური პრესა იუწყება.

თოყაევი უკვე შეხვდა Svevind Group-ის ხელმძღვანელს ვოლფგანგ კროპს, რომელიც მზად არის ხსენებული პროექტის შემუშავებისთვის.

“მანგისტაუს ოლქში დაგეგმილია ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა. მათ მიერ გამომუშავებული ენერგია “მწვანე” წყალბადის წარმოებას მოხმარდება. ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს ქარის გენერატორებისა და მზის პანელების განსათავსებლად ადგილების შერჩევა” – ვკითხულობთ განცხადებაში.

თოყაევმა ასევე ხაზი გაუსვა ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების პრიორიტეტულ მნიშვნელობასა და ყაზახეთის ეკონომიკის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებას. მისი აზრით, აღნიშნული კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ წყალბადის ენერგიას უნდა მიექცეს.

ნინო სამადაშვილი

 

Leave a Reply