აგვისტოში ოპეკმა ნავთობის მოპოვება 150 ათასი ბარელით გაზარდა

მ/წლის აგვისტოს თვეში ოპეკის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვება გაზარდეს 150 ათასი ბარელით/დღე-ღამეში  ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით 26,76 მილიონ ბარელამდე/დღეში. ოპეკის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ამავე დროს, ნიგერიამ შეამცირა მოპოვება 114 ათასი ბარელით/დღეში 1.27 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში, თუმცა “OPEC +”-ის ყველა ქვეყანასთან ერთად აგვისტოდან ნავთობის მოპოვების გაზრდის უფლება ჰქონდა.

ინტერფაქსის გათვლებით, აგვისტოს თვეში ახალი ნებადართული კვოტების გათვალისწინებით, ოპეკის ქვეყნებმა გასულ თვეში “OPEC +”-ის გარიგება 128%-ით შეასრულეს.

აგვისტოდან საუდის არაბეთს შეეძლო ნავთობის მოპოვების გაზრდა 9.595 მილიონ ბარელამდე/დღეში, თუმცა, მეორადი წყაროების თანახმად, ნავთობის მოპოვებამ ქვეყანაში შეადგინა მხოლოდ 9.488 მილიონი ბარელი, ანუ 107 ათასი ბარელით ნაკლები ნებადართულ დონესთან შედარებით.

ამავდროულად, საუდის არაბეთმა ოპეკს აცნობა, რომ აგვისტოში მან გაზარდა მოპოვება 88 ათასი ბარელით 9.56 მილიონ ბარელამდე. ამრიგად, სამეფომ გარიგება 108%-ით (მეორადი წყაროების მონაცემების საფუძველზე) შეასრულა. ნიგერიამ შეასრულა შეთანხმება 239%-ით.

Leave a Reply