"ბლუმბერგის" ინფორმაციით, "გაზპრომი" ევროპას ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს 200 დოლარის სანაცვლოდ მიაწვდის.

ევროპაში გაზის ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა – 800 აშშ დოლარი ათას კუბურ მეტრზე

ევროპაში გაზის ფასმა 14 სექტემბერს 1000 კუბურ მეტრზე 800 აშშ დოლარს გადააჭარბა.

ამრიგად, სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 801,2 აშშ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ევროპულ მიწისქვეშა გაზსაცავებში (UGS) შენახულია 10-15 მილიარდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, იმაზე გაცილებით ნაკლები ვიდრე საჭიროა კომფორტული ზამთრის სეზონისთვის.

Fitch-ის ბუნებრივი რესურსებისა და ნედლი პროდუქტების ჯგუფის დირექტორმა დიმიტრი მარინჩენკოს სიტყვებით, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამოქმედებამდე “გაზპრომს” არ სურს ევროპული გაზსაცავების შევსება ან გაყიდვების გაზრდა, რაც ასევე მნიშვნელოვნად მოქმედებს ბუნებრივი აირის ფასებზე.

Leave a Reply