მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

აშშ-ის მზის ენერგიაზე გადასვლის თარიღი ცნობილია

აშშ-ში მზის ენერგიაზე სრულად გადასვლას გეგმავენ. ენერგოსექტორის გადაწყობა 2050 წელს დასრულდება. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ „მწვანე ენერგიაზე“გადასვლის ვადებზე Solar Futures-ის კვლევა გამოაქვეყნა.

მკვლევრების პროგნოზით, ქვეყნის ენერგომომარაგებაში მზის ენერგიის წილი 2035 წელს 40% იქნება, ხოლო 2050 წელს 50%-ს გაუტოლდება. ამისთვის აშშ-მა მზის ენერგიის წარმოება 2025 წლამდე უნდა გააორმაგოს. ამასთან, ამ შედეგზე აშშ მაშინ გავა, თუ ინვესტიციიების მოცულობა სექტორში $3,5 ტრილიონს მიაღწევს.

2021 წლის მონაცემებით, აშშ-ში მზის ენერგიის წილი 4%-ია.

Leave a Reply