ელექტროენერგიის გაძვირება თბოსადგურებმაც მოითხოვეს

ევროკავშირში ელექტროენერგიის ფასი ქარის სიმცირის გამო გაორმაგდა

ევროპაში ელექტროენერგიის ფასი გაიზარდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ძლიერი ქარის არარსებობის გამო ჩრდილოეთ ზღვაში მდებარე ქარის ელექტროსადგურებში მათი წარმოება შემცირდა. ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დიდ ბრიტანეთში ფასები სექტემბერში გაორმაგდა და თითქმის შვიდჯერ აღემატებოდა 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ქვეყანაში გასულ კვირას ელექტროენერგიის ფასი (1 მგვტ/სთ) 285 გირვანქა სტერლინგამდე ადიოდა, რაც 1999 წლიდან რეკორდულად მაღალ მაჩვენებლად ითვლება.

დიდ ბრიტანეთში 6 სექტემბერს ქარი ელექტროენერგიის გამომუშავების მხოლოდ 4.9%-ს უზრუნველყოფდა, წლიური მაჩვენებელი კი საშუალოდ 18%-ს შეადგენს.

ელექტროენერგიის წარმოების შემცირების კომპენსაციის მიზნით, გაზისა და ქვანახშირის ელექტროსადგურების გამოიყენება გახდა აუცილებელი.

წყარო: report.ge

Leave a Reply