რუსეთი იმედოვნებს, რომ გაზის დეფიციტი ევროპაში “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის სერიფიცირებას დააჩქარებს

რუსეთი ელოდება, რომ ევროპის შეშფოთება ბუნებრივი აირის დაბალი მარაგის გამო, დააჩქარებს სერტიფიცირების პროცესს Nord Stream 2 გაზსადენის პროექტისთვის.

“მილსადენი (ჩრდილოეთის ნაკადი 2) საშუალებას მისცემს რუსეთს მეტი ენერგიის ექსპორტი განახოლრციელოს უკრაინული ინფრასტრუქტურის გამოყენების გარეშე … ამჟამად რუსეთი სპეციალურად არ აწვდის ევროპას არც ერთი კუბური მეტრით მეტ გაზს უკრაინის გავლით, ვიდრე ამას მოითხოვს გერმანიასთან შეთანხმება. ხსენებულით ის ცდილობს მიზანმიმართულად შექმნას ბუებრივი აირის დეფიციტი ევროპაში და, შედეგად, დააჩქაროს გაზსადენის გაშვების პროცესი ” –  იუწყება TASS.

შეგახსენებთ, გასულ პარასკევს გაზპრომმა გამოაცხადა, რომ Nord Stream 2-ის მშენებლობა სრულად დასრულდა 10 სექტემბერს დილით. შემდეგი ნაბიჯია მისი გაშვება, რისთვისაც საჭიროა სერთიფიცირების მიღება ევროპული მარეგულირებლისგან, რის დაჩქარებასაც ის ცდილობს ევროკავშირში ბუნებრივი აირის დეფიციტის გამწვავებით.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply