გერმანელი გარემოსდამცველები კვლავაც აგრძელებენ Nord Stream 2-ის წინააღმდეგ ჩივილს

გერმანულმა გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ Deutsche Umwelthilfe (DUH) კიდევ ერთი მოთხოვნა გაუგზავნა გადაზიდვისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურ ოფისს (BSH), რომელის მიხედვითაც ის ითხოვს შეაფასდეს Nord Stream 2 გაზსადენის გარემოზე შესაძლო ზეგავლენა და შეიცვალოს წინა გადაწყვეტილება. აღნიშნული განცხადება თავად აქტივისტებმა გაავრცელეს.

”DUH– მა გააპროტესტა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მშენებლობისა და ექსპლუატაციის ნებართვების შეფასება არ არის საჭირო” – ციტირებს მათ TASS.

შეგახსენებთ, რომ მანამდე მსგავსი მოთხოვნები გარემოსდამცველებმა დეპარტამენტს წარუდგინეს ივნისში, თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title