თურქეთი Akkuyu-ს ატომური ელექტროსადგურდან პირველი სიმძლავრის მიღებას 2023 წლის მაისისათვის გეგმავს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 2023 წლის მაისისათვის ექსპლუატაციაში შევა Akkuyu-ს ატომური ელექტროსადგურის პირველი რეაქტორი.

“Akkuyu-ს ელექტროსადგურის პირველი ერთეულის მშენებლობა, რომელშიც დასაქმებულია 3 000 რუსი და 10 000 თურქი ინჟინერი, დასრულდება 2023 წლის მაისამდე. ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც ძალიან მნიშვნელოვან სიმბოლოს” – აღნიშნა პრეზიდენტმა მერსინში სიტყვით გამოსვლისას. სწორედ აქაა განლაგებული თურქეთის პირველი ატომური ელექტროსადგური, იუწყება TASS.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს თურქეთის რესპუბლიკა აღნიშნავს დაარსების 100 წლისთავს და ანკარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნულ თარიღამდე პირველი რეაქტორის გაშვება.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply