ევროპაში გაზის ფასმა კვლავ გადააჭარბა 900 აშშ დოლარს

ევროპაში გაზის ფასი კვლავ გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე  908 აშშ დოლარს გადააჭარბა.

შესაბამისად, სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 881  აშშ დოლარს შეადგენს.

რამდენიმე დღის წინ, ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასმა კლება დაიწყო, რაც ნორვეგიული საწვავით საცავების 71%-ით შევსებამ გამოიწვია. თუმცა, შემდგომ სურათი ისევ საპირისპიროდ შეიცვალა, მას შემდეგ რაც რუსეთმა უარი განაცხადა უკრაინის გავლით დამატებითი სიმძლავრეების დაჯავშნაზე.

ცნობისთვის, ბუნებრივი აირის საგანგაშოდ მაღალმა ღირებულებამ უკვე გამოიწვია დიდ ბრიტანეთში ორი ქარხნის დახურვა.

Leave a Reply