სოფლების ჩამონათვალი, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს მოხდება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი მცირდება

ბუნებრივი აირის ფასი ევროპის ფიუჩერსულ ბაზარზე ოთხშაბათს ვაჭრობის დასაწყისშივე 2.8% -ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 865.7 აშშ დოლარი შეადგინა. სავაჭრო მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება ICE Futures.

ოქტომბრის გაზის ფიუჩერსების ფასები ნინდერლანდების TTF ინდექსის მიხედვით, ათას კუბურ მეტრზე 871,2 აშშ დოლარიდან – 875,6 აშშ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა, შემდეგ კვლავ დაეცა $ 865,7 აშშ-მდე.(სამშაბათის სავარაუდო ფასთან შედარებით 2.8%-ით).

ფიუჩერსების დინამიკა ფასდება ბირჟაზე წინა სავაჭრო დღის ანგარიშსწორების ფასიდან. სამშაბათს, ვაჭრობა დაიხურა ათას კუბურ მეტრზე $ 876-ით, ხოლო მიზნობრივი ფასი იყო $ 892.6.

ევროპული ფიუჩერსული ბაზრის გაზის ფასები კვლავაც იცვლება. სექტემბრის შუა რიცხვებში ღირებულებამ რეკორდულ $ 963.9 მიაღწია.

დიმიტრი მარინჩენკომ, Fitch-ის ბუნებრივი რესურსებისა და ნედლეულის ჯგუფის დირექტორმა, სექტემბრის შუა რიცხვებში აღნიშნა, რომ ბუნებრივი აირი ფასების დინამიკა ძირითადად ორ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული: ამინდზე და “გაზპრომის” მარაგზე, რომელიც შეიძლება (რუსული მხარის მტკიცებით) გაიზარდოს Nord Stream 2 გაზსადენის  გაშვების შემდეგ.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply