საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

გაზსაცავების შევსებაში დახმარების შემდეგ, ნორვეგია კიდევ გაზრდის ევროპისთვის ბუნერივი აირის მიწოდებას

ევროპაში გაზის ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე ნორვეგიულმა კომპანია Equinor–მა გამოაცხადა, რომ 1 ოქტომბრიდან ის გაზრდის კონტინენტზე ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობას.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

Equinor ევროპაში სიდიდით მეორე მიმწოდებელია რუსული “გაზპრომის” შემდეგ.

“”Equinor და პარტნიორებმა” მიიღეს ნებართვა გაზარდონ ბუნებრივი აირის ექსპორტი ნორვეგიის კონტინენტური შელფიდან” – განაცხადა კომპანიამ და მიუთითა ზამთრის მოახლოების ფონზე, ევროპის გაზის ბაზარის “უჩვეულო პირობებზე”.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ზრდა 2 მილიარდი კუბური მეტრია, რაც, “როიტერის” მონაცემებით, ნიშნავს  ნორვეგიიდან ექსპორტის 2%-ით მატებას.

ევროპაში გაზის ფასების მკვეთრი ზრდა ჯერ კიდევ ზაფხულში დაფიქსირდა, ხოლო აქციების ფასი 250%-ზე მეტით გაიზარდა გასული წლის იანვრიდან. აღნიშნული ასევე ეხება შიდა მომხმარებლებსაც, რომლებიც ევროპის ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო დონეზე არიან დაცული, მაგალითად, კონკრეტულად გერმანიაში, ზრდა 11.5%-ს ითვალისწინებს.

საფრანგეთმა, იტალიამ და კონტინენტის სხვა ქვეყნებმა უკვე გამოყვეს დამატებითი სუბსიდიები შიდა მომხმარებლების დასაცავად და მრეწველობის დასახმარებლად.

ბრიტანეთის მთავრობამ შეიმუშავა შეღავათიანი სესხები მოწყვლადი კომპანიების მხარდასაჭერად.

ფასების მატების მიზეზებს შორის სახელდება ბოლო გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება, ამას ასევე ემატება სამრეწველო საწარმოების მიერ მნიშვნელოვნად მომატებული მოხმარებაც, რომლეთაც COVID-19 პანდემიის შენელების შემდეგ აქტიურად გაანხლეს წარმობა.

ენერგიაზე საერთაშორისო ფასები ასევე გაიზარდა, ევროპაში ქვანახშირის ელექტროსადგურების ემისიებზე შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების, ბირთვული ელექტროსადგურებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისა და აზიაში თხევად გაზზე მოთხოვნის გაზრდის გამო.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმანაც, რომ რუსულმა “გაზპრომმა” ზაფხულის განმავლობაში შეამცირა გაზის მიწოდება ევროპაში. შედეგად, ევროპის გაზსაცავებს ჩვეულებრივზე უფრო მცირე რეზერვები აქვთ.

უკრაინა, ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის უმსხვილესი გადამზიდავი, ადანაშაულებს მას უკრაინული მილსადენებით ტრანზიტის განზრახ შემცირებაში.

“უკრაინის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების სისტემის ოპერატორის” ხელმძღვანელმა,  სერგეი მაკოგონმა არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი სხვადასხვა მედიასაშუალებაში მიცემულ ინტერვიუებში საწვავის დეფიციტის ხელოვნურად შექმნაში.

უკრაინა ამტკიცებს, რომ რუსეთი დაინტერესებულია ევროპაში გაზის დეფიციტის გამწვავებით, რათა უზრუნველყოს Nord Stream 2 გაზსადენის გაშვებისთვის სერთიფიცირების დაჩქარება.

“უკრაინა მუდმივად სთავაზობს გაზრდილ სატრანზიტო შესაძლებლობებს ევროკავშირისთვის დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის მისაწოდებლად. თუმცა, სამწუხაროდ, “გაზპრომი”, გამუდმებით უარს ამბობს მათზე” – განაცხადა სერგეი მაკოგონმა.

მისი სიტყებით, შთაბეჭდილება რჩება, რომ “გაზპრომის” ეს საქციელი არა მხოლოდ ასტიმულირებს გაზის ფასების შემდგომ ზრდას ევროკავშირში, არამედ უკიდურესად გამჭვირვალე სიგნალებს უგზავნის ევროპას, რომ  დამატებითი მოცულობა შესაძლებელია მხოლოდ Nord Stream 2-ის საშუალებით.

რუსეთი უარყოფს ბრალდებებს ბუნებრივი აირით მანიპულირების თაობაზე და ხაზს უსვამს, რომ იგი ასრულებს სახელშეკრულებო ვალდებულებებს. თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ რუსული გაზის ექსპორტის მოცულობის შემცირებას წინა წლებთან შედარებით.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply