OPEC აპირებს ნავთობის ფასის შენარჩუნებას 70 დოლარის ფარგლებში ბარელზე

OPEC და მისი პარტნიორები აპირებენ შეინარჩუნონ ნავთობის ფასი 70 დოლარის ფარგლებში ბარელზე, ერაყის ნავთობის მინისტრის იჰსან აბდ ალ-ჯაბბარის განაცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

”ოპეკი და მისი მოკავშირეები მუშაობენ იმაზე, რომ შეინარჩუნონ ნავთობის ფასი, რომელიც ახლოსაა  70 დოლართან ბარელზე” – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ორგანიზაცია მალე განიხილავს მსოფლიო ბაზრებზე არსებულ მდგომარეობას.

ამავე დროს ერაყი იმედოვნებს, რომ ნავთობის ფასი 65 დოლარზე მაღლა დარჩება, ხოლო ყოველთვიური მოპოვების ზრდა უცვლელი დარჩება – 400 ათასი ბარელი, აღნიშნა მინისტრმა.

სექტემბრის თვეში ერაყი გეგმავს ყოველდღიურად 3,4 მილიონი ბარელის ექსპორტს, განაცხადა აბდ ალ-ჯაბარმა.

Leave a Reply