ჩინეთში კრიპტოვალუტით ფინანსური ოპერაციები აიკრძალა

დღეიდან ჩინეთში ბიტკოინით და სხვა კრიპტოვალუტით განხორციელებული ყველა ფინანსური ოპერაცია უკანონოა. ამის შესახებ DW (დოიჩე ველე) წერს.

გამოცემა ჩინეთის სახალხო ბანკზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვინც კრიპტოვალუტით ფინანსურ ოპერაციას განახორციელებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ჩინეთის სახალხო ბანკმა (ცენტრალური ბანკი) შესაბამისი დადგენილება 24 სექტემბერს გამოსცა. ამასთან, აიკრძალა ციფრული აქტივების გაყიდვა და ოპერაციები კრიპტოვალუტით.

ჩინეთის ცენტრალური ბანკის განცახდების შემდეგ, ბიტკოინი ერთბაშად $3 000 გაუფაურდა და კრიპტპვალუტის ღირებულებამ $42,5 ათასი შეადგინა.

Leave a Reply