“რუსი და სომეხი ანალიტიკოსები საუბრობენ, რომ მთელი რეგიონი, მათ  შორის აზერბაიჯანი და თურქეთიც კი, მათგან იყიდიან ელექტროენერგიას. საქართველო – პირველ რიგში”

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა >საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ნამახვანჰესის პროექტის გაჩერებას აფასებს: პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„რუსეთი სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას დაიწყებს. რუსი და სომეხი ანალიტიკოსები საუბრობენ, რომ მთელი რეგიონი, მათ  შორის აზერბაიჯანი და თურქეთიც კი, მათგან იყიდიან ელექტროენერგიას. საქართველო – პირველ რიგში.

ხვდებით რა თამაშშია ჩართული თქვენი ვარლამი და მისი კომპანია? და რას უწყობთ ხელს ვარლამით აღფრთოვანებულები? ხომ ჯდებოდა ნამახვანი 800 მილიონი, ნახეთ თუ არ აგვახიოს ენკამ 1 მილიარდი.

ქვეყანაში 84 ჰესის მშენებლობაა გაჩერებული – 4 მილიარდის ინვესტიციაა ეს.  ეგრე როგორ ხდება რომ ყველა ჰესი მავნებელია ჩვენი სპეკულიანტი გარემოსდამცველებისთვის?

იმ კვირას, დოკუმენტებით განახებთ ამათ ნამდვილ სახეს და პირდაპირ კავშირებს რუსეთთან – საბოტაჟს, რომელიც ნამახვანში მოუწყვეს სახელმწიფოს.

და მაინც, დაიწყო ხეობის მოსახლეობამ ენკასთვის დასაბრუნებელი 35 მილიონის შეგროვება?“

Leave a Reply