ონის ჰესების კასკადის ნაცვლად ქარის ელექტროსადგურის აშენება განიხილება

ონის ჰესების კასკადის ნაცვლად, შესაძლოა, ქარის ელექტროსადგური აშენდეს. აღნიშნულის თაობაზე “ბიზნესპარტნიორი” იუწყება.

2021 წელს „ონის კასკადის“ მემორანდუმში ცვლილებები შევიდა. შეიცვალა პროექტის ტექნოლოგია, ლოკაცია და PPA პირობები. ინვესტორმა წარმოადგინა სრულიად ახალი პროექტი, თუმცა, ძველის ჩანაცვლების ხარჯზე.

განახლებული მემორანდუმით განიხილება ონში 206 მეგავატის დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის გამომუშავება 780 კვტ.სთ იქნება. კომპანია გარანტირებულ ტარიფს მიიღებს 15 წლით 1 კვტ.სთ-ზე 6.3 ცენტს. ინვესტორმა ვალდებულება უნდა აიღოს, რომ წლიურ სრულ გამომუშავებას სრულად საქართველოს ელექტრო ქსელს მიაწვდის.

მემორანდუმის ცვლილებამდე დაგეგმილი იყო 2 ჰესის მშენებლობა. ონი 1-ის დადგმული სიმძლავრე 122.46 მეგავატი იყო და ონი 2-ის 83.7 მეგავატი. PPA ითვალისწინებდა პირველი ჰესის შემთხვევაში გარანტირებულ ტარიფს 20 წლის განმავლობაში, ტარიფი იქნებოდა 6.65 ცენტი, 3.5%-იანი ესკალაციით. მეორე ჰესის შემთხვევაში სახელმწიფო მთლიანი გამომუშავების 20% შეიძენდა – 1 კვტ.სთ-ს 6.65 ცენტად, 3.5%-იანი ესკალაციით.

აღსანიშნავია, რომ ახალი მემორანდუმის ფარგლებში კომპანიამ სამი წლის ვადით დაიტოვა უფლება ააშენოს ან არ ააშენოს ონის კასკადი, თუმცა, PPA-ს გარეშე.

მაქსიმალური დატვირთვის პირობებში ფისკალური ხარჯი (კომპანიის მიერ მისაღები წლიური შემოსავალი) დაახლოებით შეადგენს 49 მლნ დოლარს.

Leave a Reply