ევროკავშირს ზამთრისთვის საკმარისი გაზი აქვს

ევროკავშირის ქვეყნებს გაზის საკმარისი მარაგი აქვთ ზამთრის გასატარებლად, მაგრამ ფასების ასეთი მკვეთრი ზრდა სიგნალია, რომ აუცილებელია განახლებად წყაროებზე სწრაფად გადასვლა და ევროკავშირის გაზის ბაზრის სისტემური რეფორმაცია.

„ევროპაში გაზის მიწისქვეშა საცავები 75%-ითაა დატვირთული. მართალია, ეს დონე ათი წლის საშუალოზე დაბალია, მაგრამ ადეკვატურია ზამთრის სეზონის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, – განუცხადა ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა  ევროპარლამენტარებს.

გაზის ფასების ზრდაზე დებატებისას, სიმსონმა აღნიშნა, რომ ფასების ზრდამ ყველაზე მეტად ევროკავშირის ყველაზე ღარიბი მოქალაქეები დააზარალა, ამასთან ეს უარყოფითად აისახება ბიზნესის საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, რაც  ეკონომიკის აღდგენის დინამიკას ანელებს. მან აქვე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტს მალე წარუდგენს გაზის ბაზრის რეფორმაციის გეგმას.

„წლის ბოლოსთვის გაზის ბაზრის რეფორმას შემოგთავაზებთ და ამ კონტექსტში განვიხილავ შენახვისა და მიწოდების უსაფრთხოების საკითხებს“, – აღნიშნა სიმსონმა.

სიმსონის შეფასებით, ესპანეთმა საკმაოდ საინტერესო იდეა წამოაყენა, რაც ევროკავშირის მიერ გაზის ერთიანი საცავის შექმნას გულისხმობს. შესაბამისად, შეიქმნება 450-მილიონიანი ერთობლივი ბაზარი და გაზის შეძენისას ისინი ერთნაირი პირობებით ისარგებლებენ.

სიმსონის განცხადებით, ვიდრე  პრობლემის მოგვარების გრძელვადიან პროექტებზე ვისაუბრებდეთ და მისი გადაჭრის გზებს განვიხილავდეთ, მნიშვნელოვანია მოკლევადიანი პოლიტიკის გატარება, რაც ყველაზე მეტად ღარიბ მოქალაქეებს პრობლემის შემსუბუქებაში დაეხმარება. შესაძლოა, მოკლევადიან პერსპექტივაში ევროკავშირის მთავრობამ მიზნობრივი დახმარება გამოყოს გადასახადების პირდაპირი სუბსიდირების გზით.

„მოქალაქეების დასახმარებლად მთავრობებს შეუძლიათ, ნახშირბადის ნებართვის გაყიდვიდან მიღებული თანხები გამოიყენონ, ასევე კონკურენციის ორგანოებმა ენერგეტიკის ბაზარზე სპეკულაციები უნდა აღკვეთონ“, – დაამატა სიმსონმა.

მომავალ კვირას კომისიამ ღონისძიებების ჩამონათვალი უნდა წარმოადგინოს, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნება.

„ევროპამ წევრ სახელმწიფოებს სწრაფი, კოორდინირებული მოქმედებებით უნდა უპასუხოს და გამოიყენოს თავისი ერთიანი ბაზარი, რათა თავიდან ავირიდოთ მომავალი კრიზისები. ასევე უნდა გავაანალიზოთ ერთიანი ენერგიის გეოპოლიტიკის მნიშვნელობა და განვავითაროთ სტრატეგიული მიდგომა გარე ენერგეტიკული პოლიტიკის მიმართ“.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title