კლიმატის ცვლილების გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით მძიმე იქნება ყველაზე დაუცველი მოსახლეობისთვის

კლიმატის ცვლილების გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით მძიმე იქნება ყველაზე დაუცველი მოსახლეობისთვის. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშში, გაეროს ჯანდაცვის ორგანო აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის გლობალური ჯანმრთელობის სფეროში მიღწეულ პროგრესს.

ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის განსაკუთრებული რისკები მოიცავს ექსტრემალური ამინდის შედეგად მიღებულ დაზიანებებს, სიცხესთან დაკავშირებულ დაავადებებს, წყლის მეშვეობით გადამავალ დაავადებებს, ტრანსმისიურ დაავადებებს, არასრულფასოვან კვებასა და ცხოველიდან ადამიანზე გადამავალ დაავადებს. კლიმატის კრიზისი ასევე გაზრდის ფსიქიკური ჯანმრთელობის უარყოფით შედეგებს და ჯანდაცვის სისტემას ტვირთად დააწვება.

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზემოქმედების ხარისხი დროთა განმავლობაში დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ დაუყოვნებლივ რა ზომები იქნება მიღებული გამონაბოლქვის შესამცირებლად.

გაეროს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო პანელმა მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა, რომ საერთაშორისო მთავრობებმა დაუყოვნებელივ უნდა მიიღონ ზომები 1.5-ზე მეტი გრადუსით დათბობის თავიდან ასაცილებლად.

Leave a Reply