საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად იზრდება ასევე საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი. კერძოდ, ბენზინის ფასი 1 ოქტომბრიდან დღემდე გაზრდილია დაახლოებით 44.25 დოლარით/ტონაზე ანუ 5,9%-ით 791.25 დოლარამდე/ტონაზე. ხოლო დიზელის საწვავის ფასი 1 ოქტომბრიდან გაზრდილია დაახლოებით 54.5 დოლარით/ტონაზე ანუ 8.2%-ით (1 სექტემბრიდან გაზრდილია 130 დოლარით/ტონაზე ანუ 22%-ით) 722.50 დოლარამდე/ტონაზე.

რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელში არსებულ ფასებს, სექტემბრის თვეში საწვავაზე ფასები არ შეცვლილა. რაც შეეხება ოქტომბრის თვეს, მოხდა საწვავის ფასის მნიშვნელოვანი ზრდა საბითუმო ბაზარზე, რამაც განაპირობა ის, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთ არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე დაფიქსირდა საწვავის ფასის მატება.

კერძოდ, დღეისათვის საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს:

რეგულარი ტიპის ბენზინი – 2,81-3,09 ლარი/ლიტრაზე;

პრემიუმი ტიპის ბენზინი – 3,07-3,18 ლარი/ლიტრაზე;

სუპერი ტიპის ბენზინი – 3,15-3,26 ლარი/ლიტრაზე;

ევრო დიზელის საწვავი – 2,87-3,07 ლარი/ლიტრაზე;

დიზელის საწვავი – 2,64-2,99 ლარი/ლიტრაზე;

წყარო: report.ge

Leave a Reply