ოპეკი 2030 წლისთვის ნავთობის მოპოვებას 6 მლნ ბარელით გაზრდის

ოპეკი 2030 წლისთვის გაზრდის ნავთობის მოპოვებას 6 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში 36,6 მილიონ ბარელამდე/დღეში 2020 წლის 30,9 მილიონი ბარელის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ამ ზრდის 40%-ზე მეტს უზრუნველყოფენ ერაყი, ირანი და ქუვეითი. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ყოველწლიურ ანგარიშზე “World Energy Outlook 2021” დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

”ოპეკი 2030 წლისთვის გაზრდის მოპოვებას დაახლოებით 6 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში. ამასთან ერაყი, ირანი და ქუვეითი უზრუნველყოფენ ამ ზრდის 40%-ზე მეტს, რადგან მოხდება ახალი საბადოების ექსპლუატაციაში შესვლა და არსებულ საბადოებზე მოპოვების ზრდა. ოპეკი და რუსეთი ერთად უზრუნველყოფენ 2030 წელს ნავთობის მოპოვების მთლიანი ოდენობის 48%-ს, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე მეტია, მაგრამ გაცილებით ნაკლები ბოლო ათწლეულის განმავლობაში მათი წილთან შედარებით,” – წერს IEA.

აშშ-ში ნავთობის მთლიანი მოპოვება 2030 წლისთვის გაიზრდება დაახლოებით 3.5 მილიონი ბარელით/დღეში (მიაღწევს 20 მილიონ ბარელს/დღეში), იმ დროს როდესაც კანადაში მოპოვება გაიზრდება 0.7 მილიონი ბარელით/დღეში, რაც განპირობებულია გრძელვადიანი პროექტების განხორციელებით, რომლებიც დამტკიცებულია დასამუშავებლად 2010-იანი წლებში.

IEA–ის პროგნოზით ბრაზილია შეინარჩუნებს მოპოვების დონეს 2020–იანი წლების განმავლობაში, ხოლო განვითარებადი მწარმოებლები, მათ შორის გაიანა და სენეგალი, გაზრდიან მოპოვებას დაახლოებით 1 მილიონი ბარელით/დღეში  2020 წლიდან 2030 წლამდე.

ზოგადად, ნავთობის მსოფლიო მოპოვება 2030 წლისთვის გაიზრდება 103 მილიონ ბარელამდე/დღეში 2020 წლის 91.3 მილიონი ბარელიდან/დღეში და იგივე დონეზე დარჩება 2050 წლისთვის

Leave a Reply