საქართველოში ელექტროენერგიით ვაჭრობის კერძო პლატფორმა ამოქმედდა

საქართველოში ელექტროენერგიით ვაჭრობის კერძო პლატფორმა ამოქმედდა. ოქტომბრიდან ფუნქციონირება დაიწყო შპს „ელექტრას“ მიერ შემუშავებულმა ელექტროენერგიით ვაჭრობის პლატფორმამ. ვებ-გერდის electra.ge-ის მეშვეობით ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ერთ სივრცეში ნახონ ელექტროენერგიის შესყიდვისა და გაყიდვის ყველა წინადადება.

ამას გარდა, საკუთარი მოთხოვნილებების შესაბამისად ჩამოაყალიბონ და განათავსონ ელექტროენერგიის ყიდვა/გაყიდვის განცხადებები და მარტივად, მოიძიონ და შეარჩიონ მათთვის სასურველი ელექტროენერგიის ყიდვის/გაყიდვის შეთავაზებები.

კომპანიის ცნობით, პლატფორმა „ელექტრა“ იძლევა შესაძლებლობას ბაზრის მონაწილეებმა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამუშავებამდე, გამოიმუშაონ ელექტროენერგიის ონლაინ რეჟიმში ყიდვა-გაყიდვის უნარ-ჩვევები.

Leave a Reply