ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა და სოფლის განვითარების სააგენტო ახალ საგრანტო პროექტს აანონსებენ

ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა და სოფლის განვითარების სააგენტო ხელს უწყობენ საქართველოში მწვანე ენერგო-ტექნოლოგიების განვითარებას

ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)  და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო იწვევენ სოფლად მცხოვრებ ოჯახებსა და სოფლად მომუშავე ბიზნესებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. „მწვანე საგრანტო პროგრამის“ მიზანია სოფლად ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, ამ მხრივ საქართველოში არსებული ბაზრის განვითარება და  ბუნებრივ რესურსებზე  ზეწოლის შემცირება.

პროგრამა განხორციელდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG-ები) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ჩართული იქნებიან ინფორმაციის გავრცელებასა და პოტენციურ აპლიკანტებთან მუშაობაში.

შემოთავაზებული საგრანტო მოცულობები:

  1. მზის ენერგიაზე მომუშავე მარტივი ტიპის წყლის გამაცხელებელი და მზის ენერგიაზე მომუშავე ჰაერის გამათბობელი. გრანტის მაქსიმალური ოდენობა 1000 ლარი, გრანტი 90%-მდე.
  2. მზის ენერგიაზე მომუშავე ქარხნულად დამზადებული  წყლის გამაცხელებელი; გრანტის მაქსიმალური ოდენობა 3,000 ლარი, გრანტი 80%-მდე.
  3. კედლების, პირველი სართულის ან/და სხვენის თბოიზოლაცია: გრანტის მაქსიმალური ოდენობა 8,000 ლარი, გრანტი 70%-მდე.
  4. შენობის სრული თბოიზოლაცია: გრანტის მაქსიმალური ოდენობა 12,000 ლარი, გრანტი 60%-მდე.

საგრანტო სქემაში მონაწილეობის პირობები:

  • პირადობის მოწმობის მქონე საქართველოს მოქალაქე.
  • სახლის ან ბიზნესის მფლობელი.
  • შემდეგი მუნიციპალიტეტების მუდმივი ბინადარს:  ახალქალაქი, ბორჯომი, დედოფლისწყარო, ყაზბეგი, ქედა, ხულო, ლაგოდეხი ან თეთრიწყარო.
  • საბანკო ანგარიში საკუთარ სახელზე საქართველოს ნებისმიერ ბანკში .

პროგრამაში განაცხადების მიღება ხორციელდება მუდმივად 2021 წლის 31 დეკემბრამდე შემდეგ ვებ-გვერდზე: http://gmg.undp.rda.gov.ge/

საკონტაქტო პირები:

მწვანე  საგრანტო პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის (EU) უფრო ფართომასშტაბიანი ინიციატივის ENPARD საქართველოს ფარგლებში, რომელიც სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება. პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 234.5 მილიონ ევროს შეადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: https://eu4georgia.ge/enpard/

Leave a Reply