საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

აზერბაიჯანი თურქეთში ბუნებრივი აირის მიწოდებას გაზრდის

აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე ახალი კონტრაქტი გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება.

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა და თურქეთმა ბაქო-თბილისი-ერზრუმის გავლით დამატებით 11 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ძალაში 2024 წლის ბოლომდე დარჩება.

მინისტრის თქმით, თურქეთმა ბუნებრივი აირის დამატებითი მარაგის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

“მოლაპარაკებები ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, ზამთრის მოახლოებასთან ერთად გაიზრდება, წარმატებით მიმდინარეობს. გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თურქეთისთვის ცისფერი საწვავის მიწოდება გაიზრდება. ამ ღონისძიებების ფარგლებში, ჩვენ 2024 წლამდე ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით გაზის დამატებითი მოცულობის მიწოდებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან შეთანხმება გავაფორმეთ. საუბარია 11 მილიარდ კუბურ მეტრზე“, – განაცხადა ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

Leave a Reply