“ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” პირველი მილი ტექნიკური გაზით აავსეს

“ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” მილსადენის პირველი მილი ტექნიკური გაზით აავსეს და საწვავის გადასატანად უკვე მზად არის.

“18 ოქტომბრისთვის დასრულდა “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზსადენის პირველი მილის გაზით შევსების პროცესი. გეგმისა და დიზაინის მოთხოვნების შესაბამისად, მილსადენი შევსებულია ე.წ. ტექნიკური გაზით, დაახლოებით 177 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს მილსადენში 103 ბარის წნევის დონეს “, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს წნევა საკმარისია მომავალში გაზის ტრანსპორტირების დასაწყებად. გაზის მილსადენის მეორე მილის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციიდან გაზის მიწოდების დასაწყებად, პროექტს სჭირდება სერტიფიცირება.

გერმანიის ფედერალურმა ქსელის სააგენტომ აღნიშნული განაცხადი 13 სექტემბერს მიიღო და მის გადასახედად 4 თვიანი ვადა აქვს. დამტკიცების შემთხვევაში, შემდეგ გადაწყვეტილების პროექტი გადაეგზავნება ევროკომისიის კვლევას.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს.

“ჩრდილოეთი ნაკადი 2”-ის მეშვეობით, ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

წყარო: “რეპორტი”

Leave a Reply