ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ტრანზიტი შემცირდა

მიმდინარე წლის სექტემბერში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით თურქეთში გაყვანილი იქნა 16,147 მილიონი ბარელი ნავთობი. თურქული კომპანია BOTAŞ–ის მონაცემებით, 3,4%-ით, მეტია გასული წლის სექტემბრის მაჩვენებელზე.

საერთო ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში BTC–ით 148,199 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიტუმბა, რაც 11,943 მილიონი ბარელით, 4.46%-ით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

Leave a Reply