ირანი, პაკისტანი და ჩინეთი ენერგოპარტნიორები ხდებიან

ჩინურმა კომპანიამ დაიწყო ნავთობსადენის მშენებლობა ნიგერიდან ბენინამდე

ჩინეთის ნავთობის და გაზის ნაციონალურმა კორპორაციამ დაიწყო ნიგერი-ბენინის ნავთობსადენის მშენებლობა, ამის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება, Cceonlinenews.com-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყედნობით.

მილსადენის სიგრძე იქნება 1950 კილომეტრი. მისი დასაწყისი იქნება ნიგერიში აგადემის აუზში. აქედან ნავთობის მიწოდება მოხდება გვინეის ყურეში ბენინის პორტ სემში. ამის შემდეგ მილსადენის საზღვაო მონაკვეთის გავლით ნედლეული ჩაიტვირთება ტანკერებში და უცხოელ მყიდველებს გაეგზავნება.

მოსალოდნელია, რომ ნავთობის გატარება აღნიშნული მილსადენით უკვე 2022 წელს დაიწყება.

პროექტის რეალიზაცია ნიგერის ტერიტორიიდან ყოველდღიურად დაახლოებით 90 ათასი ბარელი ნედლი ნავთობის გატარების შესაძლებლობას იძლევა.

ჩინური კომპანია ვარაუდობს გამტარუნარიანობის გაზრდას წელიწადში 40 მილიონ ბარელამდე.

ცნობისათვის, ნიგერში ნავთობის გარდა მოიპოვება ურანი. ამ მინერალის მოპოვებით ნიგერი მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ამავე დროს, ნიგერი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. სიღარიბის დონის მიხედვით ანტირეიტინგში ის მეორე ადგილზეა სიერა-ლეონეს შემდეგ. ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 15%-ზე ნაკლებს აქვს წვდომა ელექტროენერგიაზე.

Leave a Reply