აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 1.5 აშშ დოლარით (1,73%) გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება.

Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 88,19 აშშ დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში 149,66 დოლარი იყო.

Leave a Reply