“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, ჩინური ნავთობისა და გაზის კომპანიებმა “PetroChina Co.” და “China Petroleum & Chemical Corp.” (Sinopec) მესამე კვარტალში გაზარდეს საშემოსავლო მაჩვენებლები. მაჩვენებელი გაიზარდა ბუნებრივ გაზზე და ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის გამო.
ამავე დროს, კომპანიების მოგება შემცირდა საოპერაციო ხარჯების გაზრდის გამო.
PetroChina-ის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, მისი სუფთა მოგება წინა კვარტალში 45%-ით დაეცა 22,09 მილიარდ იუანამდე (3,46 მილიარდი დოლარი). კომპანიის შემოსავალი გაიზარდა 38%-ით და შეადგინა 683,76 მილიარდი იუანი.
ამავდროულად, Sinopec-მა განაცხადა, რომ კვარტალური სუფთა მოგება 55%-ით შემცირდა 20,73 მილიარდ იუანამდე. კომპანიის შემოსავალი 43%-ით გაიზარდა 741,64 მილიარდამდე.
მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში PetroChina-ის შემოსავალი გაიზარდა 32%-ით 1,88 ტრილიონ იუანამდე, ხოლო სუფთა მოგება 7-ჯერ გაიზარდა 75,13 მილიარდი იუანამდე. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში მოგების მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია კერძოდ ნავთობისა და გაზის ფასების ზრდით გასულ წელთან შედარებით.
Sinopec-ის შემთხვევაში, წლის დასაწყისიდან შემოსავალი გაიზარდა 29%-ით 2,003 ტრილიონ იუანამდე, ხოლო მისი სუფთა მოგება გაორმაგდა და შეადგინა 59,89 მილიარდი იუანი.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან PetroChina-ის აქციები გაძვირდა 56%-ით, ხოლო Sinopec-ის – 9%-ით.