ნამახვანში მიღწეული „წარმატების“ შემდეგ, ახალი კამპანია ონის კასკადის წინააღმდეგ იგეგმება

ქართული ენერგეტიკისა და ეკონომიკის მკვლელები, რომელთა წარდგენასაც აზრი არ აქვს, რადგან შეგვიძლია, ძალიან მარტივად, „საბოტაჟნიკებად“ (უხდებათ ეს რუსული „ტერმინი“) მოვიხსენიოთ, ნამახვანში მიღწეული „წარმატების“ შემდეგ, ახალ კამპანიას გეგმავენ… ამჯერად ონის კასკადის საწინააღმდეგოდ.

ამოცანის პირობა ისევ ისაა, რაც ნამახვანჰესის დროს იყო – პროექტი უნდა ჩავარდეს, თუმცა ამ ამოცანის შესრულებას უფრო მეტი სირთულე ახლავს, რადგან ინვესტორი „გადამთიელი“ – ურჯულო კი არა, არამედ, ქართველია და ჯვაროსნულ-ხატოსნური მსველეობები უმთავრესი ნარატივით – „ქართველობას გვართმევენ“ არ გამოვა.
ნამახვანის პროტესტი – 800 მილიონიანი ინვესტიციის ჩაშლა და 35 მილიონის ახევა ინვესტორისთვის თურმე ხეობის მცველებს ოფიციალურად 283 498 ლარი დაუჯდათ. უფრო სწორად ეს თანხა მიუღიათ 10 და 100 ლარიანი შემოწირულებების სახით. თბილისის აქცია კი 48 ათასი დაგვიჯდაო აცხადებენ ვარლამისტები. არა და თბილისის აქციის დროს მედიამ სკრუპულოზურად დაითვალა, რომ მხოლოდ აპარატურის დაქირავება დაუჯდათ 50 ათასი ლარი.

აი აქ გამახსენდა ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას ერთი პუბლიკაცია და შესაბამის ამონარიდსაც მოვიყვან: ზოგადად, ფული საიდან? ის, რომ უცხოეთიდან შემოწირულობებზე საუბარი დასრულდა „ვარლამისტებისთვის“ არასახარბიელოდ, გასაგებია. საიდან უზარმაზარი ფული თბილისში მოსაქცევად და მისაქცევად? საიდან 272 დღის უპრეცედენტო პროტესტის ფული? კეთილი ადამიანების მიერ, რომელთათვის მართლაც, მნიშვნელოვანია ხეობა და ბოლო ლუკმას უყოფდნენ „პროტესტანტებს”, ეგ ვიცი და მესმის, მაგრამ ეს თანხა ხომ არასაკმარისია – ერთი მშვიდობიანი პროტესტის დღე, მინიმუმ, 3000 ლარია. ვიმეორებ, მშვიდობიანი, რომ გათენდა და დაღამდა ის დღე – საპნით, კბილის ჯაგრისით, ტუალეტის ქაღალდით, საუზმით, სადილით, ვახშმით, ბენზინით – 3000 ლარი. და ეს, დაახლოებით, 816 ათასი ლარია. ახლა, ამას დავამატოთ აქტივობები, აქციები ქუთაისში, თბილისში (ამ აქციის ხარჯთაღრიცხვა ზუსტადაა დათვლილი – 3,5 მილიონი), ლიდერების გადაადგილებები მოლაპარაკებებზე, საკომუნიკაციო ხარჯები, თემატური „დვიჟენიები” და ა.შ… ამ 272 დღეში რიონის ხეობის მცველებმა, მინიმუმ, 6 მილიონი და, საშუალოდ, 9 მილიონი დახარჯეს“.

და რაც ძალიან ნიშანდობლივად მომეჩვენა, „ონის კასკადის“ წინააღმდეგ განსახორციელებელი აქციების წინ ის გახლავთ, რომ ნუ გაგიკვირდებათ და „ხეობის მცველებს“ (რეალურად მკვლელებს) ახლა თურმე ანგარიშზე სამომავლო აქტოვობისთვის 130 472 ლარი აქვთ.

მოკლედ, ზუსტად ახლა, ვარლამი და მისი „ნასტავნიკები“ „მწვანე მკვლელებთან“ გადაფსკვნილ-გადაჯაჭვულები ახალ მითებს თხზავენ და ტესტავენ.

ონის კასკადის მიმართულებით გააქტიურება მოწმენდილ ადგილას არ იწყება – აქაც საფუძველია ჩაყრილი.

მაგალითად, კასკადის წინააღმდეგ სამუშაოებს ატარებდნენ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები. საია-მ და „მწვანე ალეტრანტივამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს და ონის კასკადზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს. ბათილობის არგუმენტი, მათი პოზიციით , ასეა წარმოდგენილია – არ არის უზრუნველყოფილი ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოს უსაფრთხოებისათვის არსებული რისკების შესამოწმებლად კანონით სავალდებულო კვლევების ჩატარება.

შექმნილია მოძრაობები: „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“ – რიონის ხეობა კვლავ საფრთხეშია და მოძრაობა „არა ონის კასკადს“ – არა ონის კასკადს. ფეისბუკ გვერდი შეიქმნა 2018 წელს. ისე, თუ კარგად გავიხსენებთ, სწორედ ამ დროს შეიქმნა ნამახვანისთვისაც გვერდი, თუმცა მაშინ კონტრაქტი ჯერაც არ იყო გაფორმებული ინვესტორთან. ვარლამ გოლეთიანის მამა კი ახალი, ანტიჰესური მოძრაობის სახელის შერჩევით იყო დაკავებული.

2020-დან მოყოლებული, რაც ნამახვანის თემა გააქტიურდა, ამ ფეისბუკგვერდს ონის კასკადზე არ უაქტიურია, მხოლოდ ნამახვანის პროტესტის მხარდასაჭერი პოსტები ზიარდებოდა. ეს ცხადს ხდის პროცესის შემოქმედების ტატქიკას. ეს „ფეიჯი“ ჯერ კიდევ „ინერტულია“, თუმცა ცხადია, რომ დროებით – კონკრეტულ დირექტივამდე. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოძრაობა კასკადის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს და საპროტესტო აქციებს გეგმავს და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

ახლა კი მინიმალური ინფორმაცია ონის კასკადზე:

ონის ჰესების კასკადის პროექტი მოიცავს: ონი 1 ჰესს და ონი 2 ჰესს. როგორც ირკვევა, პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე 200 მგვტ-ია; აქედან ონი 1 ჰესი – 80 მგვტ, ონი 2 ჰესი – 120 მგვტ; საშუალო წლიური გამომუშავება – 780 მლნ კვტ.სთ.

უცნობია, ამ მირთულებით რა ლეგენდას მოიგონებენ „მწვანეები“ და მათი სულიერი დედა, ქალბატონი ნინო ჩხობაძე, მაგრამ 30-მეტრიანი ცუნამური ტალღები, რომელიც ქუთაისს „წალეკავს“ ამ არ გამოდგება, რადგან ონი 1 კაშხლის მაქსიმალური სიმაღლე 8 მეტრი იქნება, ხოლო ონი 2 კაშხლის მაქსიმალური სიმაღლე – 9 მეტრი.

არსებული პროექტით, ონი 1 წყალსაცავის წყლის სარკის ზედაპირის ფართობი – 10 819 მ2, ონი 2 წყალსაცავის წყლის სარკის ზედაპირის ფართობი – 93 511 მ2; რაც შეეხება წყალსაცავს, ერთ შემთხვევაში, სრული მოცულობა 37 000 მ3-ია, მეორე შემთხვევაში – 374 000 მ3.

განსახორციელებელი ინვესტიცია კი 330 მილიონი აშშ დოლარია.

როგორც ირკვევა, მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე დასაქმდება 300-400 ადგილობრივი მოსახლე, ხოლო კასკადის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ

– 100-150 ადგილობრივი მოსახლე.

აღსანიშნავია, რომ ჰესის პარალელურად, აშენდება ქარის ელექტროსადგური.

წილების განაწილება: 90%-იანი წილი შპს „ფერის“ ეკუთვნის, ხოლო 10% „საქართველოს თანაინვესტირების ფონდს“.

ნიშანდობლივია, რომ ონის კასკადს მოხსნილი აქვს გარანტირებული შესყიდვის ვალდებულება და ის ბაზრის თავისუფალი პრინციპით განისაზღვრება.

რაც შეეხება ქარის ელექტროსადგურს, კომპანია გარანტირებულ ტარიფს მიიღებს 15 წლით 1 კვტ.სთ-ზე – 6.3 ცენტს.

ინვესტორს დასრულებული აქვს კერძო პირებისგან მიწების გამოსყიდვის პროცესი. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ კასკადების პროექტი მოსახლეობის განსახლებას არ ითვალისწინებს.

ერთი შეხედვით, ყველაფერი ნორმალურადაა და რატომ უნდა დაიწყოს პროტესტი კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ სწორედ ახლა?

იმიტომ, რომ ონში ჰესების კასკადზე კომპანია სანებართვო პროცედურების მესამე, ბოლო ეტაპს გადის.

კომპანია სამშენებლო ნებართვის მიღებას თვეებია, ელოდება, რომლის შემდეგაც ონში ჰესების მშენებლობას დაიწყებს.

ამ დროისთვის შპს „ფერს“ გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე დასკვნა უკვე მიღებული აქვს. შეფასების ანგარიში 2019 წელს გააკეთა ქართულმა კომპანია „გამა კონსალტინგმა“, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზეა ატვირთული (გზშ ანგარიში) და „დოკუმენტს გვიმალავენ“, არ გამოვა.

რა თქმა უნდა, ჰესების წინააღმდეგ მიმართული პროტესტის დროს მთავარი „ბუა“ მიწისძვრაა, მაგრამ აქაც პოტენციური პროტესტის მონაწილეებს პრობლემა აქვთ, რადგან ამ დროისთვის Studer Engineering GmbH-ის მიერ უკვე გაკეთებულია დეტალური სეისმური კვლევა. კვლევაზე დაყრდნობით მომზადებულია დადებითი დასკვნა საქართველოში აკრედიტებული გეოფიზიკის ასოციაციის მიერ. „სამწუხაროდ“ კვლევა თავისი დასკვნით ხელმისაწვდომია გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის დანართის სახით.

პროექტის მიხედვით, გვირაბების 97% გავა გვირაბგამყვანი მანქანით დასახლებული პუნქტებიდან, საშუალოდ, 2 კმ-ის მოშორებით. გვირაბგამყვან მანქანას იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ გამოირიცხება აფეთქება და ვიბრაცია.

რაღა დარჩა? რას მოიგონებენ და მოიფიქრებენ „მწვანე მკვლელები“ და პატიორტები?

საფალავები?

ოჯახების აყრა?

ხეობის დაცარიელება?

არ გამოვა…

რჩება ყველაზე ადვილი – კლიმატი შეიცვლება, წყალს გვართმევენ და გვირაბში აქცევენ, ტყეებს „ახრჩობენ“ წყალში, ტენიანობა გაიზრდება და ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდება… ცხადია, უნდა ველოდოთ მითებს ფულის გათეთრებაზეც – ეს ქალბატონი გოდოლაძის თემაა; 300 მილიონი არ ეყოფა – ეს ჩხობაძის; მოსკოვიდან ჩამოვიტანთ საბუთებს – ეს „კავკასიური სახლის“ და სოფიო სოხაძის. ვარლამის & co-ს თემა კი რაც არის, ყველამ კარგად იცის – „არ აშენდეს!“, „წყეულიმც იყავით!“…

ჰო, ისე ცნობისთვის: თუ ვინმეს ჰესების აშენება გინდათ, რეალურად ორი გზაა ამისთვის: ერთი – უნდა ეწვიოთ გუმათის კარავში გახსნილ ენერგეტიკის სამინისტროს და მის პირველ პირს – ნეტარ ვარლამ გოლეთიანს და მეორე – თუ თბილისიდან გასვლა გეზარებათ, მაპ-ში მტკვრის სანაპიროზე საპატრიარქოს შენობა უნდა მოძებნოთ, ორიენტირისთვის – კაზონო „შან-გრილას“ გვერდით. დააკაკუნოთ და… მანდ ამ საკითხებს მეუფე (მოსაყდრედ წოდებული) შიო განაგებს. „სტავკა“ სტანდარტულია – პროექტის ღირებულების 10-15%. მარიფათის მიხედვით.

მეუფე, ჰესის მშენებლობასთან ერთად, საუფლოში ვიზებსაც იძლევა და სარეკომენდაციო წერილს სამოთხეში მოსახვედრად. თუ არ გინდათ მოკლე გზით სიარული, მაშინ ნეტარი ვარლამის სამსჯავრო გელოდებათ.

ავტორი: გეგა სილაგავა

წყარო: cnews.ge

Leave a Reply

Menu Title