ბაქო-თბილისი-ჯეიჰანიდან 174 მილიონი ბარელი ნავთობი ტრანსპორტირდა

მიმდინარე წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის ოპერატორმა Botas International Limited (BIL) ჯეიჰანის ტერმინალიდან 174,220 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გაგზავნა.

მოცემული პერიოდისთვის ჯეიჰანის პორტიდან 4901 ტანკერი, მთლიანობაში 3 მილიარდ 745,2 მილიონი ბარელი ნავთობით არის გადაზიდული.

SOCAR–მა ადრე განაცხადა, რომ ის ცდილობს გაზარდოს ნავთობის მიწოდება მთავარი საექსპორტო მილსადენით, რუსეთიდან და თურქმენეთიდან მომწოდებლების მოზიდვით.

შეგახსენებთ, რომ BTC Co–ს აქციონერები არიან:  bp (30.10%); AzBTC (25.00%); MOL (8.90%); Equinor (8.71%); TPAO (6.53%); Eni (5.00%); Total (5.00%), ITOCHU (3.40%); INPEKS (2.50%), ExxonMobil (2.50%) და ONGC (BTC) Limited (2.36%).

Leave a Reply