ვლადიმერ ფესენკო: რუსეთი ცდილობს უკრაინაში ენერგეტიკული კრიზისის პროვოცირებას, რაც ახლა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე და შავ ზღვაზე ხდება, ნერვების ომია და მიმართულია უკრაინის, ევროკავშირისა და ნატო-ს წინააღმდეგ

უკრაინა-რუსეთის საზღვრისპირა რაიონებში არსებულ ვითარებაზე, იმაზე თუ რამდენად ეხმარებიან უკრაინას ნატო და დასავლელი პარტნიორები ქვეყნის შეიარაღებული ძალების მშენებლობაში და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მოსკოვმა კიევის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს, “ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, ვლადიმერ ფესენკოს ესაუბრა.

– ბატონო ვლადიმერ, ვხედავთ, რომ უკიდურესად იძაბება ვითარება პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე, უკრაინა-რუსეთის საზღვარზე რუსეთი კვლავ ახდენს თავისი სამხედრო ძალების კონცენტრაციას, ფეთქებადსაშიში რჩება ვითარება დონბასში.

ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ საკმაოდ მასშტაბურ შეტაკებებს ჰქონდა ადგილი აზერბაიჯან-სომხეთს შორის. მართალია ვითარება თითქოს ჩაწყნარდა, მაგრამ რთულია იმის თქმა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურობა შენარჩუნდება, რადგან ოფიციალურმა ერევანმა დახმარებისთვის კრემლს მიმართა.

ამ ფონზე ცინიკურად გაიჟღერა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებამ, რომ რუსეთი მზადაა დაეხმაროს ევროკავშირს მიგრანტების პრობლემის გადაწყვეტაში. ფაქტია, რომ რუსეთი ქმნის პრობლემას და შემდეგ გამოთქვამს მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს მის გადაწყვეტაში, თან ისე, რომ ამისგან სარგებელი მიიღოს.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს?

არა მგონია, რომ ახლა რუსეთი უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადება. ასეთ დასკვნას აკეთებს უკრაინული სამხედრო ძალების დაზვერვა. ასე რომ იყოს, უკრაინის საზღვრებთან 2-3 ჯერ მეტი რუსული დაჯგუფებები უნდა იყოს თავმოყრილი, ვიდრე ახლაა.

მიუხედავად ამისა რისკები მაინც არსებობს. ჰიბრიდული ომის ახალი ეტაპზე მაინც არსებობს ჩვენს საზღვრებზე ან დონბასში რუსი სამხედროების მონაწილეობით პროვოკაციების მოწყობის ალბათობა, და ეს შესაძლებელია.

მაგრამ, არსებობს მეორე უფრო რეალისტური სცენარი – ახლა რუსეთი ცდილობს უკრაინაში ენერგეტიკული კრიზისის პროვოცირებას. კრემლი ცდილობს ენერგეტიკული კრიზისით გამოიწვიოს უკრაინაში პოლიტიკური კრიზისი. თუ ქვეყანაში ენერგეტიკულმა კრიზისმა მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რუსეთს შეუძლია ამით ისარგებლოს.

რუსეთი ცდილობს უკრაინაში ენერგეტიკული კრიზისის პროვოცირებას. კრემლი ცდილობს ენერგეტიკული კრიზისით გამოიწვიოს უკრაინაში პოლიტიკური კრიზისი. თუ ქვეყანაში ენერგეტიკულმა კრიზისმა მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რუსეთს შეუძლია ამით ისარგებლოს

რუსეთი შეეცდება თავისი „მშვიდობისმყოფელების“ შეყვანას უკრაინის ცალკეულ რეგიონებში. საუბარია იმაზე, რომ ამგვარი ნაბიჯები რუსეთმა შეიძლება გადადგას არა მარტო დონბასის რაიონებში, არამედ უკრაინის აღმოსავლეთისა და სამხრეთის იმ რაიონებში, რომლებიც რუსულენოვან რაიონებად ითვლება.

მე არ ვამტკიცებ, რომ ასე ნამდვილად იქნება, მე ვსაუბრობ იმაზე, რომ შესაძლოა რუსეთმა უკრაინასთან მიმართებაში მოვლენათა განვითარების ამგვარი სცენარით იმოქმედოს.

– უკრაინისთვის ენერგეტიკული პრობლემების შექმნის რუსულ გეგმებს ხომ არ უკავშირდება ის, რომ გერმანიამ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის გაზსადენის ლიცენზირების პროცესის შეაჩერა?

გვახსოვს, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მშენებლობაში ფარგლებში რუსეთი გერმანიას დაჰპირდა რომ უკრაინას ენერგეტიკული პრობლემები არ შეექმნებოდა…

– უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო სწავლებები და სხვა ტიპის აქტივობები სხვა არაფერია თუ არა რუსეთის მხრიდან დასავლეთზე ზეწოლის გამოვლინება. ამის ნაწილია ისიც, რომ რუსეთი ცდილობს ენერგეტიკული კრიზისის გამოწვევას არა მარტო უკრაინაში, არამედ ევროპის ქვეყნებში. ფაქტია, რომ ახლა თავად ევროპაშია ურთულესი ენერგეტიკულ კრიზისი. ამ კრიზისის ავტორი რუსეთია. ამ ფორმით ცდილობს რუსეთი ევროპაზე ზეწოლას.

მიგრანტების ომიც რუსული საგარეო პოლიტიკის ნაწილია. მიგრანტების პრობლემით რუსეთი ცდილობს ევროკავშირის ერთიანობისთვის პრობლემების შექმნას. ცდილობს გააღრმაოს წინააღმდეგობები გერმანიასა და პოლონეთს შორის.

– თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას დაიწყებს, ბევრი არ გამორიცხავს, რომ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა დაჩქარდეს უკრაინის ნატოში გაწევრიანება. თქვენც ასე თვლით?

– არ ვფიქრობ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ყველაფერი ასე სწრაფად და მარტივად იქნება. გამოცდილებამ გვანახა, რამდენად მეტად ახდენს რუსეთი ზეწოლას უკრაინაზე, მათ შორის ძალის გამოყენებით, მით უფრო მეტად უბიძგებს უკრაინას გადადგას დასავლეთისა და ნატო-ს მიმართულებით.

კრემლში ძალიან უკმაყოფილო არიან იმით, რომ უკრაინა ანტირუსულ პოლიტიკას აწარმოებს. მას შემდეგ რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ომს აწარმოებს დონბასში, ახლა ცდილობს ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისის გამოწვევას, გასაკვირი ისაა, თუ რატომ უკვირს რუსეთს უკრაინაში პროდასავლური განწყობების არსებობა და ოფიციალური კიევის მიერ პროევროპული და პრონატოური პოლიტიკის გატარება?

ბუნებრივია, რომ ასეთ ვითარებაში უკრაინაში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება უკიდურესად კრიტიკულია. რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინამ უფრო აქტიურად ითანამშრომლოს ნატოსთან.

რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინამ უფრო აქტიურად ითანამშრომლოს ნატოსთან

თუ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ დაიწყო დიდი ომი, სამწუხაროდ, არა ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინას ალიანსში სწრაფად მიიღებენ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყნები, განსაკუთრებით გერმანია და საფრანგეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ორაზროვანი პოზიცია აქვთ.

ერთი მხრივ, გერმანია, მერკელის მმართველობისას რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის თემებით, მათ შორის სწორედ უკრაინის გამო ეკონომიკური სანქციებით ახერხებდა შეეჩერებინა რუსეთი რომ მას უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომი არ დაეწყო.

მაგრამ, მეორე მხრივ, გერმანია ძალიან ხშირად მიდიოდა რუსეთთან დათმობებზე. მათ შორის ეკონომიკურ საკითხებში, კერძოდ, გაზის ტრანსპორტირების საკითხებში, ვგულისხმობ გაზის ორ ნაკადს, განსაკუთრებით „ჩრდილოეთ ნაკად-2“-ს.

სრული სტატიის სანახავად მიჰყევით ბმულს – ინტერპრესნიუსი

Leave a Reply

Menu Title