სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, სალომე ჯანელიძე GWNET-ის პროექტის ფარგლებში ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ ქალებს მენტორობას გაუწევს

სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, სალომე ჯანელიძე GWNET-ის პროექტის ფარგლებში ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ ქალებს მენტორობას გაუწევს და მათ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება.
გლობალური ქსელი ენერგეტიკაში ქალების განვითარებისათვის (GWNET) წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნებში ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ ქალებს.
სალომე ჯანელიძე 2019 წლიდან ხელმძღვანელობს სემეკის იურიდიულ დეპარტამენტს. იგი არის ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community) ექსპერტი, ასევე მომხმარებელთა და საცალო ბაზრების სამუშაო ჯგუფის ლიდერი, არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
სალომე ჯანელიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკული ფაკულტეტის დოქტორანტია, ფლობს მაგისტრის ხარისხს ეკონომიკისა და ბიზნესის სამართალში (LLM, გრონინგენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები), მაგისტრის ხარისხს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ეკონომიკურ მიმართულებებში (ესექსის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი).

Leave a Reply