რუსული მედიის შეფასებით გაზპრომი სამხრეთ კავკასიაში წარუმატებლობას განიცდის

რუსული Gazprom-ი მოლდოვას გაზის შეწყვეტით ემუქრება

რუსული სახელმწიფო კომპანია Gazprom-ი მოლდოვას 48 საათში გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა არ გადაიხდის ათეულობით მილიონ დოლარს ბოლო მიწოდებისთვის.

კიშინოვმა გასულ თვეში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და რუსეთის ალტერნატიული წყაროებიდან გაზის შესყიდვა მას შემდეგ დაიწყო, რაც Gazprom-თან, ევროპის უმსხვილეს მიმწოდებელთან კონტრაქტის ვადა ამოიწურა და მხარეებმა დეტალებსა და ფასზე შეთანხმება ვერ მოახერხეს. 28 ოქტომბერს მოლდოვის მთავრობამ და Gazprom-მა ახალი ფასის ფორმულა გამოაცხადეს ხუთწლიანი შეთანხმებისთვის გაზის მიწოდების გასაგრძელებლად.

“მიმდინარე გადახდების ბოლო ვადა 22 ნოემბერია. კომპანიამ მხარეს აცნობა, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, მოლდოვას გაზის მიწოდება 48 საათის შემდეგ შეწყდება”,- განუცხადა Gazprom-ის სპიკერმა, სერგეი კუპრიანოვმა რუსულ NTV-ს.

Moldovagaz-ის ხელმძღვანელმა, ვადიმ ჩებანმა დაადასტურა, რომ მოლდოვის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ ასეთი შეტყობინება Gazprom-სგან მიიღო. გადასახდელი თანხა $73,5 მილიონია.

“აქტიურად ვმუშაობთ მთავრობასთან, რათა საკითხი დადგენილ ვადაში გადაწყდეს. ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას”,- განუცხადა ჩებანმა Reuters-ს.

კრემლი ენერგეტიკას ღარიბ ქვეყნაზე ზეწოლისთვის იყენებს, რადგან მოლდოვამ  2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი პროდასავლელ მაია სანდუს დაუჭირა და მან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი იგორ დოდონი შეცვალა.

რუსეთმა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ ფასის ზრდა წმინდა კომერციული საკითხი იყო და გლობალურ ბაზრებზე არსებულ მდგომარეობას ასახავდა.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply