ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ირანის ოფიციალურ პირებთან მართავს შეხვედრებს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი ირანის ოფიციალურ პირებს შეხვდა იმ მიზნით, რომ ქვეყნის ბირთვული ობიექტები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს შემოწმებისთვის, იმ ფონზე, როცა მომავალ კვირაში ვენაშია დანიშნული მოლაპარაკება ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის, 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულების აღსადგენად.

რაფაელ გროსი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, 23 ნოემბერს მივიდა ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციაში – ირანის სამოქალაქო ბირთვულ სააგენტოში. გროსი მოლაპარაკებას მართავს ამ უწყების ხელმძღვანელთან და ირანის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტთან, მუჰამად ესლამისთან.

2008 წელს გაერომ ესლამის სანქციები დააკისრა “ირანის სენსიტიური ბირთვული მასალების გავრცელებაში, ან ბირთვული იარაღის მოქმედების სისტემების განვითარებაში ჩართულობის, ამასთან პირდაპირი კავშირის ან მხარდაჭერის გამო”. გროსიმ 22 ნოემბერს ტვიტერით დაწერა: “იმედი მაქვს დამყარდება შედეგიანი და თანამშრომლობის მომცველი არხი პირდაპირი კომუნიკაციისთვის, რათა ქვეყანაში გაგრძელდეს აუცილებელი შემოწმების პროცესი”.

წყარო: “რადიო თავისუფლება”

Leave a Reply