ევროპაში გაზის ფასი გაიზარდა

გასული სავაჭრო დღის განმავლობაში, ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი 3%-ით გაიზარდა.

ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში გაზის დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ გასული სავაჭრო დღის განმავლობაში ათას კუბურ მეტრზე 1 012 აშშ დოლარს მიაღწია.

ზრდა მკვეთრად გაძლიერდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანულმა მარეგულირებელმა “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზსადენის სერტიფიცირება შეაჩერა.

ზოგადად, ფასების მატების მიზეზებს შორის სახელდება ბოლო გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება, ამას ასევე ემატება სამრეწველო საწარმოების მიერ მნიშვნელოვნად მომატებული მოხმარებაც, რომლეთაც COVID-19 პანდემიის შენელების შემდეგ აქტიურად გაანხლეს წარმობა.

ენერგიაზე საერთაშორისო ფასები ასევე გაიზარდა, ევროპაში ქვანახშირის ელექტროსადგურების ემისიებზე შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების, ბირთვული ელექტროსადგურებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისა და აზიაში თხევად გაზზე მოთხოვნის გაზრდის გამო.

Leave a Reply