რუსეთი გაზის ტრანზიტის საკითხში უკრაინას თურქეთით ჩაანაცვლებს

თურქეთი რუსეთთან გაზის იმპორტის გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს

თურქეთი რუსეთთან გაზის  იმპორტზე გრძელვადიან ხელშეკრულებას წლის ბოლომდე გააფორმებს.  ამის შესახებ ურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ხელმძღვანელმა, ფატიჰ დონმეზმა განაცხადა.

თურქეული მედიის ცნობით, კონტრაქტის ვადა 3-დან 10 წლამდე იქნება.

ფატიჰ დონმეზის განცხადებით, ხელშეკრულება საჭიროების შესაბამისად მიწოდების გაზრდის შესაძლებლობას ითვალისწინებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთთან პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია, ხოლო გაზის ფასი  მილსადენის სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-სა და კერძო მომწოდებლებისთვის იგივე იქნება.

წყარო: report.ge

Leave a Reply