დღეს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ რაიონში სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 24 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სააკაძის მოედნის, მეფე მირიანის, კოსტავას და ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ქუჩის(ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის და კიევის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  შროშის, ქობულეთის, კეკელიძის, მარაბდის, მარუხის გმირთა, შატბერაშვილის და ნინო ჟვანიას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევძმარის, შეშელიძის და რამაზ შენგელიას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ქვემო ალექსეევკის დასახლების,  სამხედრო დასახლების, ორხევის დასახლების, ქიზიყის და კორნელი სანაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის V კვარტლის, ვარკეთილი-3 I, II, III მიკრორაოინების (ნაწილობრივ), ცისკარიშვილის, ქინძმარაულის, ჯავახეთის, ვიქტორ კუპრაძის,  მაჭავარიანი-წერეთლის და ილია სუხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, იერუსალიმის მოედნის, საიათნოვას, აბოვიანის, გრიგოლ ხანძთელის, ერეკლე მეორის, იერუსალიმის, კოტე აფხაზის და თუმანიანისქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Leave a Reply