სალვადორი ბიტკოინის ქალაქის აშენებას გეგმავს

სალვადორი მსოფლიოში პირველად ბიტკოინის სუვერენული ობლიგაციების გამოშვებას და უმსვილესი კრიპტოვალუტის ქალაქის აშენებას გეგმავს. როგორც სალვადორის პრეზიდენტი, ნაიბ ბუკელე აცხადებს, Bitcoin City თავისუფალი იქნება საშემოსავლო, ქონებისა და მოგების გადასახადებისგან.

სალვადორი $1 მილიარდის ტოკენიზებული 10-წლიანი ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. Blockstream-ის მთავარი სტრატეგიის ოფიცრის, სამსონ მოუს თქმით, ე.წ. “ვულკანური ობლიგაციების” სახსრების ნახევარი ბიტკოინში გადაიცვლება, ხოლო მეორე ნახევარი ინფრასტრუქტურასა და ბიტკოინის მაინინგში ჩაიდება, რაც გეოთერმული ენერგიით გამოიკვებება.

ინვესტორებს ასევე მიენიჭებათ მუდმივი საცხოვრებელი და მიიღებენ მოქალაქეობასაც.

Bitcoin City კონჩაგუას ვულკანის მახლობლად აშენდება, რომელიც ბიტკოინის მაინინგისთვის ენერგიას უზრუნველყოფს. ბუკელემ ასევე დასძინა, რომ ბიტკოინის ობლიგაციების გამოშვება 2022 წელს დაიწყება. Bitcoin City-ში ერთადერთი გადასახადი დამატებითი ღირებულების 10%-იანი გადასახადი იქნება, რომელიც ქალაქის მშენებლობასა და მომსახურებასში დაიხარჯება.

სექტემბერში სალვადორი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ბიტკოინი ლეგალურ გადახდის საშუალებად მიიღო, რასაც ენთუზიაზმთან ერთად მოსახლეობის პროტესტიც მოჰყვა.

ბიტკოინმა მიმდინარე თვეში ყველა დროის მაქსიმუმს, $68,000-ს მიაღწია. მას შემდეგ, რამდენიმე კვირაში თითქმის 20%-ით შემცირდა. ბუკელემ ბიტკოინის ფასის შემცირებას არაერთხელ უპასუხა დაბალი ფასის დროს ყიდვის მეთოდით. ოქტომბრის ბოლოსთვის ქვეყანა მინიმუმ 1 100 მონეტას ფლობდა.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply