ენგურჰესის კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა

„ენგური ატრაქცია“-ს მიერ დაიწყო პროექტის „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი – მსოფლიო დონის ატრაქცია“ ეტაპობრივი განხორციელება. პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილი ქართული ინჟინრული აზრის გამორჩეულ ნაგებობაზე, ენგურჰესის კაშხალზე – პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა.
ტურისტულ მარშრუტზე, რომელსაც პროფესიონალი გიდი გაუძღვება, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, მოინახულონ თაღოვანი კაშხლის განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთები, რომლებიც აქამდე დამთვალიერებლისთვის მიუწვდომელი იყო.
ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათს შეადგენს, რა დროსაც, სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ: კაშხლის ხიდი (გადასახედი), დისკური ფარების შენობა, კაშხლის 315-ე ნიშნულზე არსებული გვირაბი, სადაც ახსნილი იქნება კაშხლის სტრუქტურა და მისი გამორჩეული საინჟინრო თვისებები, ასევე მოინახულებენ ინჟინრული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს პერიმეტრალურ გვირაბსა და კაშხლის ფარების განყოფილებას, რომელიც წყალსაცავში წყლის დონეს არეგულირებს.
ამ, საკმაოდ უჩვეულო და შთამბეჭდავი მარშრუტის გავლის შედეგად, ვიზიტორები შეიმეცნებენ თაღოვანი კაშხლის მოწყობის განსაკუთრებულ თავისებურებებს და გაეცნობიან ჰიდრორესურსების გამოყენებით ენერგიის წარმოშობის მთავარ ასპექტებს.
ტურით სარგებლობა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს, ორშაბათის გარდა (სამშაბათი-კვირა).
სამუშაო საათები: 11:00 სთ-დან – 5:00 სთ-მდე.
ტური განხორციელდება მხოლოდ 5 ან მეტი ვიზიტორის შემთხვევაში (1 ტურით სარგებლობს მაქსიმუმ 24 ვიზიტორი).
ენგურჰესის კაშხლის ტურისტული მარშრუტის ტურის ბილეთების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ აღნიშნულ ბმულს.

Leave a Reply

Menu Title