“ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზსადენის გაშვებამ, შესაძლოა, უკრაინას ტრანზიტით მიღებული შემოსავალი 40%-ით შეუმცირდეს

“ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზსადენის გაშვებამ, შესაძლოა, უკრაინას გაზის ტრანზიტით მიღებული შემოსავალი  40%-ით, წელიწადში 1,2 მილიარდი დოლარით შეუმცირდეს. აღნიშნულის თაობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი იუწყება.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, “გაზპრომიდან” მიწოდების სანაცვლოდ უკრაინამ წელიწადში საშუალოდ 2,5 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო. ტრანზიტის საფასური 2021 წელს, სავარაუდოდ, 40%-ით დაბალი იქნება, ვიდრე წინა წლებში.

აქვე შეგახსენებთ, რომ გერმანულმა მარეგულირებელმა “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზსადენის სერტიფიცირება შეაჩერა, თუმცა, გერმანიის მთავრობამ აშშ-ის კონგრესის წევრებს მოუწოდება, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს სანქციები არ დაუწესონ.

Leave a Reply

Menu Title