განახლებადი ენერგიის წყაროები საქართველოში

ქვეყნის ისტორიაში პირველად, თურქეთში ელექტროენერგიის მიღების მეორე უდიდესი წყარო ქარის სადგურები გახდა

თურქეთში, ელექტროენერგიის გამომუშავების მეორე უდიდესი წყარო ქარის ენერგია გახდა. როგორც Anadolu წერს, 28 ნოემბრის მონაცემებით, ქარის სადგურებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილმა 22.6% შეადგინა.

დღიური მონაცემით, მიღებული ელექტროენერგიის ჯამურმა მოცულობამ 791,794 მეგავატ-საათი შეადგინა, საიდანაც 178, 964 მეგავატ-საათი ქარის ელექტროსადგურებზე მოდიოდა.

კონკრეტულად 28 ნოემბრის მონაცემებით, ელეტროენერგიის მიღების უმთავრესი წყარო ჰიდროენერგეტიკა იყო, მას მოსდევდა ქარის ენერგიის გამოყენება, მესამე ადგილზეა ბუნებრივი აირის ელექტროსადგურები 22%-ით, მეოთხეზე კი – იმპორტირებული ქვანახშირის ელექტროსადგურები 17.8%-იანი წილით.

Leave a Reply

Menu Title