“სოკარი” საქართველოში 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

აღნიშნულს თარიღთან დაკავშირებით, კომაპნია განცხადებას ავრცელებს:
“”სოკარი” ჩვენს ქვეყანაში 2006 წელს, რუსეთ-საქართველოს ენერგო-კრიზისის დროს შემოვიდა, როდესაც გაზსადენზე მომხდარი 2 აფეთქების შემდეგ, ჩვენს ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდებოდა მეზობლის მეგობრული ხელი.
დღეს სოკარი ევროპის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს, თუმცა საქართველო იყო პირველი ქვეყანა აზერბაიჯანს გარეთ, სადაც ავტოგასამართი სადგური გავხსენით.
სოკარი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია და წლების მანძილზე ბიუჯეტის უმსხვილესი გადამხდელი იყო.
ვამაყობთ ჩვენს ჯგუფში, მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებული 4,000-ზე მეტი პროფესიონალით.
ამას გარდა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებების დაცვა: გარემოზე ზრუნვა, ახალგაზრდების მხარდაჭერა, უსაფრთხოება, ქალთა გაძლიერება და შშმ პირების და ხანდაზმულების უფლებების რეალიზება.
ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე გამოწვევებს და დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები, არ დავივიწყოთ ქველმოქმედება და მომავალშიც ერთგულად ვემსახუროთ მომხმარებელს”, – აღნიშნულია SOCAR Georgia Petroleum-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Leave a Reply

Menu Title