აშშ-ში ნავთობის 23-ე მსოფლიო კონგრესი გაიხსნა

23-ე მსოფლიო ნავთობის კონგრესი (WPC), რომელიც აშშ-ში, კერძოდ ჰიუსტონში გაიხსნა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმომადგენლობითი ღონისძიებაა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ფორუმი 9 დეკემბრამდე გაგრძელდება და მასში 70 ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. დამსწრე პირებს შორის იქნებიან: მსხვილი სპეციალიზებული კომპანიების ხელმძღვანელები, მინისტრები და ექსპერტები. პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს კორონავირუსული პანდემიის კონტექსტში განიხილონ პლანეტის ენერგეტიკული სექტორის შემდგომი განვითარების საკითხები.

კონგრესის გახსნის ცერემონიაზე WPC-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეფ შელებარგერმა განაცხადა, რომ ღონისძიება საშუალებას მისცემს მონაწილეებს, ინტერესებისა და მიდგომების განსხვავებულობის მიუხედავად, დააკავშირონ თავიანთი პოზიციები გლობალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

წყარო: report..ge

Leave a Reply

Menu Title