თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

8 დეკემბერს, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ცნობით, 8 დეკემბერს, 09:00 დან 17:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს: გამარჯვებასა და აღთაკლიას.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებაა.

„გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 8 დეკემბერს გამარჯვების გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, 09:00 დან 17:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: გამარჯვებასა და აღთაკლიას.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

Leave a Reply

Menu Title