ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ღირებულება გასული დღის განმავლობაში დაახლოებით 4%-ით შემცირდა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები.

ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში გაზის იანვრის ფიუჩერსების ღირებულებამ ათას კუბურ მეტრზე 994 აშშ დოლარი შეადგინა.

თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ევროპის ენერგეტიკული კრიზისი პიკს აღწევს, გასულ წელთან შედარებით ფასები ხუთჯერ გაიზარდა. ბუნებრივი გაზის მარაგები იმდენად დაბალია, რომ ნორმალურზე ცივმა ზამთარმა შესაძლებელია ინდუსტრიისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვის აუცილებლობა დააყენოს. ენერგიის ხარჯის ზრდის უარყოფითი გადადინების ეფექტი, რეგიონის ეკონომიკის ყველა ასპექტზე, საფრთხეს უქმნის სამრეწველო პროცესს და ზამთარში ბუნებრივი გაზის დეფიციტის რისკს აჩენს.

Leave a Reply

Menu Title